ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ საპროტესტო აქცია დასრულდა
ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, როგორც ამბობენ,  ხვალ 20:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან.

აქცია ფილმის პრემიერის დასრულებამდე შეწყდა. მონაწილეები აცხადებენ, რომ მიზანს მიაღწიეს.

„დღეს საქართველო მოექცა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ, მე მივიღე ინფორმაციები, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ უარი თქვა გეი პროპაგანდაზე, ჩვენი მიზანი მიღწეულია“, – განაცხადა აქციის მონაწილე ვატო ნებურიშვილმა.

პოლიციამ აქციაზე სამი პირი დააკავა, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავებულები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, აქციაზე შემთხვევით გაიარეს და ერთმანეთში ჩხუბი ატეხეს.

მათივე თქმით, დაკავებულებს აქციასთან კავშირი არ ჰქონდათ.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ.

დატოვე კომენტარი