ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ აქციაზე სამი პირი დააკავეს
ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.

დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173 -ე მუხლებით განხორციელდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამტკიცებს, რომ დაკავებულები მათთან ერთად არ იმყოფებოდნენ და აქციასთან კავშირი არ ჰქონდათ.

თუმცა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა პირველ არხთან დაადასტურა, რომ დაკავება ნამდვილად მოხდა ტერიტორიაზე, სადაც აქცია მიმდინარეობს.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ.

კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.