გურამ ფალავანდიშვილი „გალერია თბილისთან“ მივიდა და აცხადებს, რომ მხარდამჭერებთან ერთად შეეცდება კინოჩვენების ჩაშლას
გურამ ფალავანდიშვილი „გალერია თბილისთან“ მივიდა და აცხადებს, რომ მხარდამჭერებთან ერთად შეეცდება კინოჩვენების ჩაშლას

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი „გალერია თბილისთან“ მივიდა.

მისი განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად შეეცდება კინოთეატრში შესვლას და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას.

„შტეფცელიდან“ გამოვრთავთ, რასაც ხელებაწეულები მიწოლით ვეცდებით, თუ კი პოლიციის წინააღმდეგობა იქნება“ ,- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები, ასევე, შეეცდებიან, მჯდომარე აქციით, მაყურებლები ფილმის ჩვენებაზე არ შეუშვან.

„გალერია თბილისთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები, მათ შორის სასულიერო პირები იკრიბებიან.

ამასთან, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოთეატრში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

აქციები  იმართება ბათუმსა და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.

აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენებას აპროტესტებენ. საქართველოში ფილმის პრემიერა დღეს უნდა გაიმართოს.

კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.