„გალერია თბილისთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გაიმართოს, სასულიერო პირები და მოქალაქეები იკრიბებიან
„გალერია თბილისთან“, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა გაიმართოს, სასულიერო პირები და მოქალაქეები იკრიბებიან

„გალერია თბილისთან“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეთა შორის არიან სასულიერო პირები, რომლებიც ამ დროისთვის კინოთეატრთან პარაკლისს აღავლენენ. მათ თან აქვთ ტრანსფარანტები ლოზუნგით „ფილმის გამშვებიცა და დამნახავიც იესო ქრისტეს მაგინებელია“.

როგორც დეკანოზი დავით ნოზაძე და დეკანოზი ვახტანგ დავითაშვილი აცხადებენ, ისინი ფილმს მშვიდობიანი გზით აპროტესტებენ და არ გეგმავენ კინოთეატრში შეჭრას. შეკითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მიერ, ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით რადიკალური გზების გამოყენებაზე განცხადებებს, დეკანოზებმა განაცხადეს, რომ შეფასებებს ვერ გააკეთებენ.

„ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ პარაკლისი გადავიხადოთ და ცოდვისაგან ვიხსნათ ადამიანები, რომლებიც მოდიან ფილმის სანახავად“, – განაცხადა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

აქციები ასევე იმართება ბათუმსა და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც. აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენებას აპროტესტებენ. საქართველოში ფილმის პრემიერა დღეს უნდა გაიმართოს.

კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.

დატოვე კომენტარი