თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოწმე, მერიის მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჯღარკავა იკითხება.
მოწმის თქმით, ის სადემარკაციო- სადემილიტაციო კომისიის წევრი იყო, ხოლო 2006 წელს საბაჟო დეპარტამენტში მუშაობდა.
როგორც ჯღარკავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არ ახსოვს, რამე მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელი მოეწეროს. პროკურორის შეკითხვაზე, მიუღია თუ არა ვინმესგან დავალება, ჯღარკავამ უპასუხა, რომ მას არანაირი სახის დავალება ან მითითება არ მიუღია.
ლევან ჯღარკავას განცხადებით, მისი კომისიაში ყოფნის დროს აზერბაიჯანთან დაკავშირებული საკითხი არ განხილულა.