თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე პროცესი ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე პროცესი ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება.

როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დღეს ორ მოწმეს – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელს და საქმის ერთ-ერთ გამომძიებელს დაკითხავენ.

მისივე განმარტებით, მოწმეები ისაუბრებენ იმ გარემოებებზე, რასთანაც მათ შეხება ჰქონდათ.

პროკურორის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გამოთხოვილია დოკუმენტაცია, რომელიც საქმეს აქვს დართული და მოწმეს ამ მიმართულებით დაუსვამს შეკითხვებს, გამომძიებელთან კი შეკითხვები მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ექნება.