თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

როგორც მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მან გაითვალისწინა იმ ქმედების არსი, რომელსაც ბრალდებულს გამოძიება გამოძიება.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.