რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება, რომლის კრიმინალური წარსულის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის
რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება, რომლის კრიმინალური წარსულის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო გიორგი რურუას ციხიდან გამოშვება, რომლის კრიმინალური წარსულისა შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს თავის კრიმინალურ ბუნებას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისეთი მხარდაჭერა აქვს, რომ დღემდე რჩება საქართველოში მეორე, ხოლო პირველ ოპოზიციურ პარტიად. ამ პარტიის მთავარი ამოცანა იყო რურუას ციხიდან გამოშვება. ესაა ადამიანი, რომლის კრიმინალური წარსულისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგად იცის. როდესაც ასეთი დამოკიდებულებებით გამოდიხარ პოლიტიკურ ასპარეზზე და მსგავს საკითხებს ანიჭებ პრიორიტეტს, ვფიქრობ, ამით „ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებს იმ კრიმინალურ ბუნებას, რომლითაც ეს პარტია გამოირჩევა. როგორც იცით, ამ პარტიის ლიდერები სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებაში არიან აღიარებულები, როგორც კრიმინალური დამნაშავის სისტემის შემქმნელები“, – განაცხადა იონათამიშვილმა.