გიორგი რურუა - შიო მუჯირის „ქადაგება“ არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ეკლესიის ისტორიაში
გიორგი რურუა - შიო მუჯირის „ქადაგება“ არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ეკლესიის ისტორიაში

შიო მუჯირის „ქადაგება“ არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, ამას ვეღარ წაშლის ვერაფერი, სამწუხაროდ, – ამის შესახებ გიორგი რურუა „ფეისბუქზე“ წერს. რურუა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება.

„ერთადერთი ლოცვა, რომელიც იესომ მოწაფეებს ასწავლა, არის მამაო ჩვენო. სახარებაში ასე წერია, მათესთანაც, მგონი ლუკასთანაც.

ლოცვაში არის შემდეგი წინდადება – და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

მუჯირ შიოს ეს კარგად ესმის და ვფიქრობ, ყველა ადამიანიც მარტივად გაიგებს, ზუსტად ისე, როგორც იესოს სწავლებაა.

ღმერთს შეევედრეთო, რომ მოგიტევოსო და შენც მიუტევეო,რომ განსაცდელში არ ჩავარდეო. ინკვიზიტორებიც ქრისტეს სახელით მოქმედებდნენ.

დღევანდელი „ქადაგება“ შიო მუჯირის არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ეკლესიის ისტორიაში. ამას ვეღარ წაშლის ვერაფერი, სამწუხაროდ. მივუტევოთ შიოს, რუსეთის წისქვილზე წყლის დამსხმელ კაცს“,- წერს გიორგი რურუა.

 

დატოვე კომენტარი