ბადრი ჯაფარიძე - ვეთანხმები გიორგი რურუას განცხადებას, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ბრძოლა, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი სრულად განხორციელდეს
ბადრი ჯაფარიძე - ვეთანხმები გიორგი რურუას განცხადებას, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ბრძოლა, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი სრულად განხორციელდეს

ვეთანხმები გიორგი რურუას განცხადებას, რომ ოპოზიციამ პარლამენტში უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ბრძოლა, რათა შარლ მიშელის დოკუმენტი სრულად განხორციელდეს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, რურუას გათავისუფლება არის დიდი ნაბიჯი ვითარების დეესკალაციისკენ.

„რურუას გათავისუფლება არის დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. ერთი ნაბიჯია დარჩენილი, ვთქვათ, რომ პირველი პუნქტი შესრულდა. ამიტომ, ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი, პირველი დიდი შედეგი ამ შეთანხმების.

ვეთანხმები რურუას განცხადებას, რომ ოპოზიცია შეუერთდეს ამ შეთანხმებას და პარლამენტში გავაგრძელოთ მუშაობა და ბრძოლა იმისთვის რომ მიშელის დოკუმენტი სრულად განხორციელდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი რურუამ, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება შეწყალების საფუძველზე დატოვა, განაცხადა, რომ შეთანხმებაში არსებული ოთხი პუნქტი მისაღებია, ხოლო ამნისტიასთან დაკავშირებით შეეშალათ.

გიორგი რურუამ პარლამენტში შესულ დეპუტატებს წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ნიკა მელია სწრაფად უნდა გათავისუფლდეს და „ნაციონალური მოძრაობაც“ შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში.