ირაკლი ზარქუა - რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა
ირაკლი ზარქუა - რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა

რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, რურუას გათავისუფლება ვითარების განმუხტვის მიზნით, შეთანხმების ნაწილია.

„რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა და კომიქსების ჟანრიდანაა. ეს არის შეთანხმება და ჩვენმა პარტნიორებმა თქვეს, რომ სიტუაციის განსამხუტად, ეს აუცილებელია. მადლობა პრეზიდენტს, რომ ეს ვალდებულება აიღო“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული გიორგი რურუა შეწყალების საფუძველზე გუშინ გათავისუფლდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.

დატოვე კომენტარი