გიორგი რურუა - ვფიქრობ, მელიას ციხიდან გამოსვლა ოპოზიციის შიგნით უფრო დააწყნარებს სიტუაციას, ყველა უნდა დათანხმდეს მიშელის დოკუმენტს, „ევროპული საქართველოც“, შალვაც, თაკოც
გიორგი რურუა - ვფიქრობ, მელიას ციხიდან გამოსვლა ოპოზიციის შიგნით უფრო დააწყნარებს სიტუაციას, ყველა უნდა დათანხმდეს მიშელის დოკუმენტს, „ევროპული საქართველოც“, შალვაც, თაკოც

ვფიქრობ, ნიკა მელიას გათავისუფლება ოპოზიციის შიგნით კიდევ უფრო დააწყნარებს სიტუაციას, – ამის შესახებ გიორგი რურუამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური პროცესები პარლამენტის შიგნით უნდა გაგრძელდეს.

„ვაპირებ გადაწყვეტილების ჩატანას რუსთავში. ამის შემდეგ ველოდები, ნიკა, როგორც განსხვავებული უნარების მქონე პოლიტიკოსი, გამოვა. ვფიქრობ, მისი გამოსვლა ოპოზიციის შიგნით კიდევ უფრო დააწყნარებს სიტუაციას. ვფიქრობ, დანარჩენი პოლიტიკური ცხოვრება უნდა გადავიდეს პარლამენტის შიგნით, როგორც ჩვენი უცხოელი მეგობრები გვირჩევენ. მეც, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ამას ვეთანხმები“, – აღნიშნა გიორგი რურუამ.

რაც შეეხება კითხვას, „უნდა დათანხმდეს „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს?“, – რურუა პასუხობს, რომ ყველა უნდა დათანხმდეს.

„ყველა უნდა დათანხმდეს. მე ვფიქრობ, „ევროპული საქართველოც“ და ბატონი შალვაც, ქალბატონი თაკოც“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების გათვალისწინებით, წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო.

დატოვე კომენტარი