თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
გიორგი ტყემალაძის არჩევას საკრებულოს 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ნაწილსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დღესვე, დეპუტატებმა თავმჯდომარის მოადგილეებად მარიკა დარჩია, გიორგი ახვლედიანი და დავით უჯმაჯურიძე აირჩიეს.
ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა. დეპუტატები ასევე აირჩევენ კომისიების ხელმძღვანელებსაც.