თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი იმართება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი იმართება

თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნუვერსიტეტში პირველი მასშტაბური დასაქმების ფორუმი იმართება.

ფორუმზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი ჰოსპიტალური გაერთიანება, კერძო კლინიკა, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანია.

დასაქმების ფორუმი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 200-მდე ვაკანსიას სთავაზობს.

დამსაქმებლების თქმით, სტუდენტების მომართვიანობა მაღალია, თუმცა უმეტესობას არ აქვს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ამ პრობლემაზე საუბრობენ სტუდენტებიც. მათი თქმით, დამსაქმებლები ითხოვენ პრაქტიკულ ცოდნას, რაც მათ არ აქვთ.

დღეს გამართულ ფორუმზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რეზიდენტებს, მაგისტრანტებს და კურსდამთავრებულებს, ასევე სხვა სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

დასაქმების ფორუმი 16:00 საათამდე გაგრძელდება.