„ტავ ჯორჯია“ დასაქმების ფორუმს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გამართავს

13:15, 13.03.2023

აეროპორტში მუშაობით დაინტერესებულ პირებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ დასაქმების ფორუმზე, თბილისის შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღია კარის დღე 17 მარტს, 10:00-დან 17:00 საათამდე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში გაიმართება.

„დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ და დეტალურად გაეცნობიან თავიანთ ფუნქცია-მოვალეობებს ამა თუ იმ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში.

„ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 1 500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული“,- აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციაში.

მსგავსი