ირაკლი ღარიბაშვილი - სამედიცინო უნივერსიტეტს 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ სამი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს
ირაკლი ღარიბაშვილი - სამედიცინო უნივერსიტეტს 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ სამი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს ორ წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, ტექნიკური უნივერსიტეტი კი მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.

„რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებლებს, გეტყვით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს ორ წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი. წინა პრემიერობის დროს ავაშენეთ 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი. ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ, დაახლოებით 3000-მდე უნდა ავაშენოთ. ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს აქტიურად, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომ მოხდეს სამი კორპუსის აშენება. ასე რომ, მიდის მუშაობა, ვმუშაობთ, ეს ყველაფერი მოგვარდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.