ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმში 40-ზე მეტმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გასაუბრებოდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და 150-მდე წარმოდგენილი ვაკანსიიდან სასურველი შეერჩიათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის თავმჯდომარე ლიკა კილაძე, პროფესიული კოლეჯების და ევროკავშირის წარმომადგენლები.

როგორც აღინიშნა, ქუთაისის შემდეგ, დასაქმების ფორუმი 15 ნოემბერს რუსთავში გაიმართება. დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ნოემბერ-დეკემბერში კიდევ ხუთი დასაქმების ფორუმია ჩანიშნული. კერძოდ, 15 ნოემბერს რუსთავში, 17 ნოემბერს მარნეულში, 29 ნოემბერს თბილისში (დასაქმების ფორუმი ზამთრის კურორტებისთვის, ყაზბეგი, გუდაური, ბორჯომი, ბაკურიანი, საირმე, მესტია, გორდერძი), 2 დეკემბერს თბილისში, (დასაქმების ფორუმი შშმ პოირებისთვის) ხოლო 9 დეკემბერს გორში.