თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული „საშიში დედა“ გახდა
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული „საშიში დედა“ გახდა

თბილისის რიგით მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ფილმი ანა ურუშაძის “საშიში დედა” გახდა.

ფილმმა ასევე ფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

ანა ურუშაძის ფილმი მთავარ საკონკურსო პროგრამაში 10 უცხოურ ფილმთან ერთად მონაწილეობდა.

ასევე, თბილისის სერთაშორისო კინოფესტივალის „ქართული პანორამის“ გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მზის ქალაქი“, რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ანა“, რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).

ჟიურის სპეციალური პრიზი – „თევზაობა“, რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო/საფრანგეთი, 2017).

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები საერთაშორისო კონკურსში:

„ოქროს პრომეთე“ (საუკეთესო ფილმი) – „ყორნები“ (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.

„ვერცხლის პრომეთე“ (საუკეთესო რეჟისურა) – „არშიყი“ (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.

ჟიურიმ სპეციალური პრიზი – განსაკუთრებული აღნიშვნა გადასცა ანა ურუშაძეს ფილმისთვის „საშიში დედა“ (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის „ხარაჩოები“ (ისრაელი, პოლონეთი, 2017).