ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა
ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

ანა ურუშაძის ფილმი „საშიში დედა“ სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა, – ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმმა მთავარი ჯილდო Top Golden Gate Prize მიიღო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის სან ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ანა ურუშაძის ნამუშევარმა ასევე მიიღო კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო FIPRESCI ევროპული კინოს ფესტივალზე.

ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო დებიუტისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე Med Cinema Festival of Tetouan.

დატოვე კომენტარი