მიხეილ გიორგაძე ქართველ კინემატოგრაფისტებს შეხვდა და ჩინეთში მიღწეული წარმატება მიულოცა

18:50, 24.04.2018

საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრი პეკინის კინოფესტივალიდან დაბრუნებულ კინემატოგრაფისტებს შეხვდა და ჩინეთში მიღწეული წარმატება მიულოცა.

ორი დღის წინ პეკინის კინოფესტივალზე საქართველომ 10 ჯილდოდან 4 მთავარი პრიზი მოიპოვა. დაჯილდოების ცერემონიალს 250 მილიონი მაყურებელი ჰყავდა.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის „საშიში დედა” ჩინეთში მთავარი პრიზი რეჟისორ ანა ურუშაძეს ერგო.  პრიზი მას ჟიურის პრეზიდენტმა, ვონგ კარ ვაიმ გადასცა. საუკეთესო რეჟისორი კი ამავე ფესტივალზე მარიამხაჭვანი გახდა ფილმისთვის ”დედე”.

საუკეთესო მსახიობი ქალად ფესტივალზე მსახიობი ნატო მურვანიძე ”საშიშ დედაში”ნათამაშები როლისთვის აღიარეს.

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის პრიზი პეკინში ოპერატორ მინდია ესაძეს გადაეცა ფილმისთვის ”დედე”.

საქართველოში დაბრუნებულმა კინემატოგრაფისტებმა მიხეილ გიორგაძეს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრეს.

მსგავსი