ანა ურუშაძე ევროპის კინოაკადემიის ნომინანტია
ანა ურუშაძე ევროპის კინოაკადემიის ნომინანტია

ცნობილი გახდა ის ექვსი ფილმი, რომლებიც საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრის ჯილდოსთვის , EUROPEAN DISCOVERY 2018 – Prix FIPRESCI იბრძოლებენ.

ევროპის კინოაკადემიის ნომინანტებს შორის მოხვდა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ფილმისთვის „საშიში დედა“. ინფორმაციას კინოცენტრი ავრცელებს.

საშიში დედა ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარია. ფილმი 50 წლის ქალის, მანანას ცხოვრებას ასახავს. დედა და დიასახლისი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და დიდი ხნის ვნებიან გატაცებას შორის. ფილმში მთავარ როლებს ნატა მურვანიძე და დიმიტრი ტატიშვილი ასრულებენ.