ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკოსთა კვირეულს ანა ურუშაძის ფილმი გახსნის
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კრიტიკოსთა კვირეულს ანა ურუშაძის ფილმი გახსნის

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება. კვირეულს ანა ურუშაძის ფილმის, „საშიში დედას“ გერმანული პრემიერა გახსნის.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბერლინის კრიტიკოსთა კვირეული წელს მეოთხედ ტარდება. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნიდან ახალ, წარმატებულ ფილმებს და ამ ფილმების ირგვლივ საინტერესო დისკუსიებს შესთავაზებს.

ბერლინის კრიტიკოსთა კვირეული გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

კვირეული 14-22 თებერვალს გაიმართება.

 

დატოვე კომენტარი