თბილისის პირველ საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე „ჯინოს“ პრემიერა გაიმართება
პირველი ქართული 3D ანიმაციის „ჯინოს“ პრემიერა თბილისის პირველ საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯინოს“ შემქმნელი დავით კიკნაველიძე ავრცელებს. ანიმაციის ფესტივალი ნოემბერში ჩატარდება, „ჯინოს“ სპეციალური ჩვენება კი 4 ნოემბერს გაიმართება.
„ჯინო“ არის პირველი მაღალხარისხიანი მოკლემეტრაჟიანი 3D ანიმაციური ფილმი, რომელიც 300-ზე მეტი ანიმაციური ფილმების ფესტივალის მონაწილეა და არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული.
ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს, რომლებიც იძულებული არიან, ახალი საბინადრო ადგილი ეძებონ. ჯინო, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მეზობლებს უპირისპირდება და საკუთარ ეზოში გამოკეტვით ცდილობს პრობლემებისგან თავის დაღწევას.