ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა
ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა

ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (ICFF) ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გრანპრის მფლობელი გახდა.

 

აღნიშნული ინფორმაცია ფილმის რეჟისორმა დათო კიკნაველიძემ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა.

ICFF აზიაში ანიმაციური ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალია.

„ჯინო“ პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.