ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ პალმ სპრინგსის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა
ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ პალმ სპრინგსის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ კიდევ ერთი ფესტივალის გამარჯვებულია. ამჯერად, „ჯინომ“ პრიზი საუკეთესო 3D სათავგადასავლო ანიმაციური ფილმისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, პალმ სპრინგსის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე მოიპოვა.

ანიმაცია გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალზე მოგვითხორბს, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირას ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.

დავით კიკნაველიძის პირველი 3D ანიმაციის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთის, ანსის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალზე შედგა. უკვე ცნობილია, რომ რეჟისორი „ჯინოს“ სრულმეტრაჟიან 3D ანიმაციას შექმნის. რეჟისორის თქმით, სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებულია.