პირველი ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ ახალი ჯილდოს მფლობელია
პირველი ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ ახალი ჯილდოს მფლობელია

არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, პირველი ქართული 3D ანიმაცია „ჯინო“ ახალი ჯილდოს მფლობელია.

რეჟისორ დავით კიკნაველიძის ნამუშევარმა ინდოეთის მეათე საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრანპრი მიიღო.

ამასთან, ანიმაციამ 2018 წლის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის სტატუსიც დაიმსახურა.

ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს, რომლებიც იძულებული არიან ახალი საბინადრო ადგილი ეძებონ. ჯინო, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მეზობლებს უპირისპირდება და საკუთარ ეზოში გამოკეტვით ცდილობს პრობლემებისგან თავის დაღწევას.

„ჯინო“ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია, რომელიც გასულ წელს შეიქმნა.