ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი ნიქოზი ანიმაციის ფესტივალს მასპინძლობს
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი ნიქოზი ანიმაციის ფესტივალს მასპინძლობს

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი ნიქოზი ანიმაციის ფესტივალს მასპინძლობს.

ანიმაციის რვა საერთაშორისო ფესტივალი წელს ანიმაციის საზღვრებს გასცდა და ფესტივალის წლევანდელი თემა 2008 წლის ომია.

ომიდან 10 წლისთავზე, ფესტივალი ნიქოზში მცხოვრებლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური კადრებით გაიხსნა.

კადრები ასახავს თუ როგორ ცხოვრობდა 2008 წლის ომის დღეებში ნიქოზში დარჩენილი მოსახლეობა.

ქართველებთან ერთად ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები და ანიმაციური ფესტივალების ფილმები მონაწილეობენ. უცხოელ რეჟისორების ფილმებთან ერთად ნაჩვენები იქნება ორი ქართველი რეჟისორის ნოდარ ბეგიაშვილი და მამუკა ტყეშელაშვილი ნამუშევრები.

ნიქოზში ფესტივალზე დასასწრებად ჩამოვიდა დრეზდენის საერთაშორისო ფესტივალების დირექტორი.

დღესვე ნიქოზში გამოყენება მხატვარ-მონუმენტალისტის ალექსანდრე კორნოუხოვის გამოფენა.

ანიმაციური ნამუშევრების ჩვენებასთან ერთად ფესტივალის ფარგლებში თაკო რობაქიძის ფოტო გამოფენაც გაიხსნება.

ნიქოზის ფესტივალს რვა წლიანი ისტორია აქვს და ის რეჟისორ გელა ჩარკვიანისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვარის მეუფე ისაიას სახელს უკავშირდება.