ქართული ანიმაციური ფილმის „ჯინო“ ჩვენების უფლება იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და აშშ-ში გაიყიდა
ქართული ანიმაციური ფილმის „ჯინო“ ჩვენების უფლება იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და აშშ-ში გაიყიდა

ქართული ანიმაციური ფილმის „ჯინო“ ჩვენების უფლება იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. „ჯინოს“ დისტრიბუცია სულ მალე დაიწყება, ჩვენებების განრიგს კი ლოს ანჯელესის დისნეის კინოთეატრი დაასრულებს.

ჯონო” დავით კიკნაველიძის 3 დ ანიმაციაა, რომელიც მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს, რომლებიც იძულებულები არიან, ახალი საბინადრო ადგილი ეძებონ. ჯინო, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მეზობლებს უპირისპირდება და საკუთარ ეზოში გამოკეტვით ცდილობს პრობლემებისგან თავის დაღწევას.

ანიმაციას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.