თბილისის სატელევიზიო ანძაზე „თბილსერვის ჯგუფი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, დაზიანებული სანათი მოწყობილობები ახლით ჩანაცვლდება და სამუშაოების მიმდინარეობისას ანძა ნაწილობრივ იქნება განათებული.
სანათების მონტაჟი კვირის ბოლომდე დასრულდება.