თბილისის ანძაზე ახალი განათება დამონტაჟდება
თბილისის ანძაზე ახალი განათება დამონტაჟდება

თბილისის სატელევიზიო ანძაზე „თბილსერვის ჯგუფი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დაზიანებული სანათი მოწყობილობები ახლით ჩანაცვლდება და სამუშაოების მიმდინარეობისას ანძა ნაწილობრივ იქნება განათებული.

სანათების მონტაჟი კვირის ბოლომდე დასრულდება.