საბჭოთა ჯარის მიერ ვილნიუსში სატელევიზიო ანძის შტურმიდან 30 წელი გავიდა
საბჭოთა ჯარის მიერ ვილნიუსში სატელევიზიო ანძის შტურმიდან 30 წელი გავიდა

საბჭოთა ჯარის მიერ ვილნიუსში სატელევიზიო ანძის შტურმიდან 30 წელი გავიდა. 1990 წლის 11 მარტს ლიეტუვამ საბჭოთა კავშირის დატოვებისა და სუვერენიტეტის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. საპასუხოდ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ ლიეტუვას ბლოკადა გამოუცხდა.

1991 წლის 10 იანვარს მიხაილ გორბაჩოვმა ლიეტუვის ხელისუფლებას მიმართა და „საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის აღდგენა“ მოითხოვა. 11 იანვრიდან ლიეტუვაში მყოფმა საბჭოთა ჯარებმა ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. საპასუხოდ ლიეტუვის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ და პარლამენტის, ტელერადიოცენტრის, სატელევიზიო ანძისა და სატელეფონო სადგურის დაცვისკენ მოუწოდა. საპასუხოდ კრემლში მიიღეს გადაწყვეტილება ლიეტუვაში პსკოვის დივიზიის მედესანტეები და „ალფა“ ჯგუფის მებრძოლები გაეგზავნათ.

მათი ამოცანა იყო დაეკავებინათ ტელევიზია და რადიო, რითიც მთავრობას ხალხთან საკომუნიკაციო მთავარ არხს ჩაუხშობდა. 12 იანვარს ვილნიუსში სატალევიზიო ანძასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. 13 იანვრის ღამეს, საბჭოთა ჯარისკაცების შტურმის დროს 14 ადამიანი დაიღუპა და 800 მოქალაქე დაიჭრა. 1991 წლის თებერვალში ლიეტუვაში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგადაც მოსახლობის 90.47-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ლიეტუვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნას.

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ლიეტუვის პრეზიდენტმა. გიტანას ნაუსედას თქმით, 30 წლის წინ ლიეტუვის მოქალაქეებმა გაიმარჯვეს, რადგან გადამწყვეტ მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და ამგვარად დაამტკიცეს, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები არიან.

აღსანიშნავია, რომ ვილნიუსის ტელეანძის შტურმის ორგანიზატორებმა პასუხი არ აგეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და მოსკოვმა ლიეტუვისთვის მათ გადაცემაზე უარი განაცხადა. 1990-იან წლებში პატიმრობა მიესაჯა მხოლოდ 6 ლიეტუველს, რომლებიც ლიეტუვის კომუნისტური პარტიის წერვები იყვენენ. 2016 წელს გასამართლდა კიდევ ორი ადამიანი, ოფიცერი იური მელი და გენადი ივანოვი. მათ შესაბამისად, შვიდ და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსკოვმა ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკის- ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის დამოუკიდებლობა 1991 წლის 7 სექტემბერს აღიარა. ამას წინ უძღოდა მოსკოვის აგვისტოს პუტჩი.