მედიის ცნობით, რუსებმა კიევში სატელევიზიო ანძას ესროლეს
მედიის ცნობით, რუსებმა კიევში სატელევიზიო ანძას ესროლეს

რუსებმა კიევში სატელევიზიო ანძას ესროლეს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მეტროსადგურ „დოროგოჟიჩის“ მახლობლად დედაქალაქის სატელევიზიო ანძას ესროლეს.

დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ჭურვმა დააზიანა სამაუწყებლო ტექნიკა, დროებით პრობლემებია ტელემაუწყებლობასთან დაკავშირებით.

უახლოეს მომავალში იგეგმება სარეზერვო მაუწყებლობის ჩართვა.