ბათუმის ცენტრალურ პარკში „სიყვარულის ხეივანი“ წითლად განათდა

15:39, 26.03.2019

ბათუმის ცენტრალურ პარკში „სიყვარულის ხეივანი“ წითელი ფერით განათდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, გულის ფორმის ხეივანი, რომელიც ბათუმელების მონაწილეობით ქალაქის მერიის გამწვანების სამსახურმა წელს 8 მარტს გააშენა, წითლად გუშინ ღამით გაანათეს.

50-ზე მეტი იაპონური ალუბლისგან მოწყობილ ხეივანს გამწვანების სამსახურმა „სიყვარულის ხეივანი“ უწოდა. როგორც სამსახურში აცხადებენ, მალე ხეივანი მთლიანად წითელი ყვავილებით შეივსება.

 

მსგავსი