თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა, რომლის აღსანიშნავად თბილისის ანძა ამავე ქვეყნის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, საქართველო აღნიშნული ფორმით მეგობარ ქვეყანასა და სტრატეგიულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვან თარიღს ულოცავს.

აშშ დღეს დამოუკიდებლობის 247-ე წლისთავს ზეიმობს.