„თბილისი ენერჯი“ - „სითი მოლში“ მდებარე ერთ-ერთ სამზარეულოში გაზქურის რვა სანთურა ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული
სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში მდებარე ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის რვა სანთურა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს.
მათივე ცნობით, „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ლაზერული გადამოწმებისას დააფიქსირა დაგაზიანება.
„ობიექტს შეუწყდა გაზმომარაგება. გამოძახებულია საპატრულო ეკიპაჟი“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.