სავაჭრო ცენტრებში დილიდან ხალხმრავლობაა, „სითი მოლში“ რობოტი „პეპერი“ მუშაობს [ფოტო/ვიდეო]

სავაჭრო ცენტრებში დილიდან ხალხმრავლობაა. დღეიდან, 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ობიექტებმა მუშაობა განაახლეს. მაღაზიების სამუშაო საათები 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრა.

„სითი მოლის“ მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს შეუმოწმებს და რეკომენდაციებს გააცნობს ორი რობოტი „პეპერი“, რომლებიც სავაჭრო ცენტრში უკვე გამოჩნდნენ.

ამასთან, სავაჭრო ობიექტების მუშაობის განახლების გამო, დილიდან თბილისის ქუჩებში საცობებია. მომხმარებლები სავაჭრო ცენტრებში დილიდან მივიდნენ.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.