თამარ ჩუგოშვილი - ვანო მერაბიშვილი იღებს იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა
ვანო მერაბიშვილი იღებს იმ სტანდარტის მკურნალობას, რაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებასთან დაკავშირებით, ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ეს აბსურდია.
„სრული აბსურდია, რასაც მეუბნებით. ზუსტად ვიცი, რომ ყველანაირ სამედიცინო შემოწმებასა და მკურნალობას გადის. ზუსტად ვიცი, რომ რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში, შესაბამის კლინიკებში გადაყვანილი და იღებს იმ სტანდარტის მზრუნველობას, რა სტანდარტის მზრუნველობაც უნდა მიიღოს საქართველოში ნებისმიერმა მსჯავრდებულმა პირმა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.