თამარ ჩუგოშვილი - არ გვინდა, მივიღოთ კანონი ისე, რომ არ არსებობდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი
ჩვენ არ გვინდა, მივიღოთ კანონი ისე, რომ მის გარშემო არ არსებობდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მარიხუანას კულტივაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის განხილვა არის შეჩერებული, ვინაიდან საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.
„კანონპროექტის განხილვა არის შეჩერებული, როგორც ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, ვინაიდან კანონპროექტის ამ ნაწილმა გამოიწვია ვნებათაღელვა, აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ არ გვინდა, რომ მივიღოთ კანონი ისე, რომ მის გარშემო არ არსებობდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი. შესაბამისად, განხილვა არის გაჩერებული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
კითხვაზე იგეგმება თუ არა კანონპროექტის გაწვევა, თამარ ჩუგოშვილს უჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა და აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ დამატებითი კონსულტაციების გავლა დაინტერესებულ მხარეებთან.