თამარ ბაჩალიაშვილის დედა - 12 წლის ასაკში უჭირდა ჩემს შვილს, იქაც სახელმწიფოა დამნაშავე, რადგან აფთიაქში ისეთი წამალი მისცეს, რისი მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ
თამარ ბაჩალიაშვილის დედა - 12 წლის ასაკში უჭირდა ჩემს შვილს, იქაც სახელმწიფოა დამნაშავე, რადგან აფთიაქში ისეთი წამალი მისცეს, რისი მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილის დისკრედიტაცია იგეგმება.

როგორც თეონა თამაზაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები მისი შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ვერსიით ცდილობენ, თამარ ბაჩალიაშვილი შეურაცხად პიროვნებად წარმოაჩინონ.

„დროს აჭიანურებენ. რამდენადაც გავიგე, ჩემი შვილის დისკრედიტაციას აპირებენ. ამას ნამდვილად არ დავუშვებ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. თუ უნდათ, აგერ ღია ცის ქვეშ ვზივარ და მომკლან ამისთვის, გინდაც სნაიპერი დაიქირავონ, ჩემი შვილის დისკრედიტაციას არ დავუშვებ. რაც არ უნდა მოხდეს, არ მივცემ მაგათ ამის უფლებას. გარდატეხის ასაკში უჭირდა ჩემს შვილს, იქაც სახელმწიფოა დამნაშავე, აფთიაქში ბავშვს მისცეს ისეთი წამალი, რისი მიცემის უფლება არ ჰქონდათ 12 წლის ბავშვისთვის მიეცათ. ბავშვმა მიიღო ეს წამალი და ამის გამო იაშვილის კლინიკაში იწვა და გამოვიდა მდგომარეობიდან. ერთი აბიც კი მისთვის მომწამვლელი აღმოჩნდა, რადგან დიდი დოზა იყო მიღებული“, – განაცხადა თამაზაშვილმა.