თეონა თამაზაშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს, ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალიფიცირდება, რაც მინდოდა, მივაღწიე
თეონა თამაზაშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს, ექსპერტიზის შემდეგ გადაკვალიფიცირდება, რაც მინდოდა, მივაღწიე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქმის გადაკვალიფიცირება ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შემდეგ მოხდება.

„თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს გამოიძიებს პროკურატურა. ორი დღე უნდათ, რომ გაეცნონ გამომძიებლები მასალებს და ხუთშაბათს, რაც კითხვები გვექნება, განვიხილავთ. ექსპერტიზის მერე გადაკვალიფიცირდება. ექსპერტიზის შუალედური დასკვნა სავარაუდოდ ხუთშაბათს იქნება. მე რაც მინდოდა, იმას მივაღწიე“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურაში შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ.