თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის გამოკითხვა მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის გამოკითხვა მიმდინარეობს.

თეონა თამაზაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მის მიერ 30 აგვისტოს გაკეთებული განცხადების თაობაზე იკითხება, რომლის მიხედვით, მისი შვილის გარდაცვალება მთიანი ყარაბაღის ომის იარაღით მომარაგების სქემის გაშიფვრას უკავშირდება.

მისი მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილმა საქართველოში სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომატირებელ ფაილებში შეაღწია.

ამ განცხადების შემდეგ, თეონა თამაზაშვილი პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა, რაზეც მან უარი განაცხადა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ითხოვა.

საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, თეონა თამაზაშვილს მისი განცხადების და ინფორმაციის წყაროს თაობაზე დაუსვამენ შეკითხვებს.

„ჩვენ თეონა თამაზაშვილს დავუსვამთ კონკრეტულ შეკითხვებს, ვინ არის აღნიშნული ინფორმაციის წყარო, რამდენად დამაზუსტებულ ინფორმაციას ფლობს, რათა გამოძიების ფარგლებში, გადამოწმდეს თითოეული ნიუანსი”, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
სასამართლოში თეონა თამაზაშვილი ადვოკატთან ერთად მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მიხეილ რამიშვილმა კი თქვა, რომ თამაზაშვილი ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხებს.