„თაიმი“ - პუტინმა არ უნდა მოიგოს, მაგრამ არც ზელენსკიმ არ უნდა მოიგოს ძალიან ბევრი, ეს არის სასიკვდილო დილემა დასავლეთისთვის
„თაიმი“ - პუტინმა არ უნდა მოიგოს, მაგრამ არც ზელენსკიმ არ უნდა მოიგოს ძალიან ბევრი, ეს არის სასიკვდილო დილემა დასავლეთისთვის

რუსეთის სტრატეგია ოპორტუნისტულია – წინ წამოსწიე შენი პაიკები იქ, სადაც რისკები გამოთვლადია, როგორც ეს იყო საქართველოში, ყირიმსა და დონბასში. ვინ იქნება შემდეგი, თუ დასავლური გადაწყვეტილებები შეფერხდება? – ამის შესახებ ნათქვამია გამოცემა „თაიმის“ სტატიაში – „პუტინმა არ უნდა მოიგოს, მაგრამ ზელენსკიმაც არ უნდა მოიგოს ძალიან ბევრი“.

სტატიის ავტორი ჯოსეფ ჯოფი წერს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შეზღუდვა პუტინს გაამხნევებს და ჩათვლის, რომ უკრაინის განადგურება უსაფრთხოა, მისთვის კი პრიზი იქნება მოგება ტკივილის გარეშე.

„მორალის მიღმა გავიხედოთ და პოლიტიკური იმპერატივი განვიხილოთ. სასწორზე დევს 77-წლიანი ევროპული წესრიგი, რომლითაც საბოლოოდ დაასრულა გაუპატიურება და განადგურება. წესი იყო: მეტოქეობა და ბალანსი  – დიახ, იმპერიული დაპყრობა  – არა. თუმცა, პუტინის რუსეთი არის რევიზიონისტული ძალა, რომელიც არღვევს სასიკეთო სტატუს კვოს. მას სურს აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის გარანტირებული სფერო და ძველი საბჭოთა იმპერიის აღორძინება, როგორც ამას მუდმივად იმეორებს. რუსეთის სტრატეგია ოპორტუნისტულია – წინ წამოსწიე შენი პაიკები იქ, სადაც რისკები გამოთვლადია, როგორც ეს იყო საქართველოში, ყირიმსა და დონბასში. ვინ იქნება შემდეგი, თუ დასავლური გადაწყვეტილებები შეფერხდება? დავუშვათ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ამუხრუჭებენ ზელენსკის იარაღის მიწოდების გამკაცრებით. კრემლი დაასკვნის, რომ უსაფრთხოა უკრაინის განადგურება თვითმფრინავებით, რაკეტებითა და არტილერიით. პრიზი იქნება გამარჯვება ტკივილის გარეშე. ეს არის სასიკვდილო დილემა დასავლეთისთვის – პუტინმა არ უნდა მოიგოს, მაგრამ არც ზელენსკიმ არ უნდა მოიგოს ძალიან ბევრი. ახლა, ვიდრე უკრაინა წინ მიიწევს და რუსეთი პათოლოგიურად მოქმედებს, მოლაპარაკებები მალე არ მოიტანს გრძელვადიან დარეგულირებას. მაშ, როგორ გავხსნათ დილემა? პუტინის უკან დასახევად გაწეული დახმარებით, დასავლეთი მხოლოდ უკრაინას კი არ ეხმარება, არამედ რთულ სიტუაციაში მყოფი ერი ასევე იბრძვის ძვირფასი ევროპული სისტემისთვის, რომელიც არ არის დაცული რუსული ექსპანსიონიზმისგან. საქმე არ არის პუტინის ტახტიდან ჩამოგდება, რაც მხოლოდ საკუთარ ხალხს შეუძლია. ამან უნდა გამოაფხიზლოს პუტინი და გრძელვადიან პერსპექტივაში შეაფერხოს ავანტიურიზმი. ყირიმი, სავარაუდოდ, დაკარგულია. მაგრამ ამ მესამე მოქმედებაში პუტინის მიერ სხვა დაპყრობილი ტერიტორიების აღიარება, მას გამბედაობას შემატებდა. გლობალურ დონეზე სხვა ამბიციური რევიზიონისტები, როგორიც არიან ჩინეთი და ირანი, სიტუაციას აკვირდებიან“, – წერია სტატიაში.