ტაილანდის საზღვაო ქვეითები - ცამეტივე „ველური ტახი“ მღვიმიდან გამოყვანილია
ტაილანდის საზღვაო ქვეითები - ცამეტივე „ველური ტახი“ მღვიმიდან გამოყვანილია

ტაილანდის საზღვაო ქვეითები „ტვიტერში“ მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენის ოპერაციის დასრულებას ეხმაურებიან.

„არ ვიცით ეს რა არის – სასწაული, მეცნიერება თუ რა. ცამეტივე „ველური ტახი“ მღვიმიდან გამოყვანილია“, – აღნიშნულია ტაილანდის საზღვაო ქვეითების ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, ყველა ბავშვი ამოყვანილია. ამასთან, მღვიმიდან გამოყვანილია მათი მწვრთნელიც. 11-დან 16-წლამდე ასაკის 12 მოზარდი და მათი 25 წლის მწვრთნელი 23 ივნისს დაიკარგნენ. ისინი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტჰამ ლუანგის გამოქვაბულში შევიდნენ, მოულოდნელად ძლიერი წვიმა წამოვიდა, გამოქვაბული წყლით აივსო და ჯგუფი მღვიმიდან გარეთ ვეღარ გამოვიდა. დაკარგულები ცხრა დღის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში, შესასვლელიდან ოთხი კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინეს.