მყვინთავი, რომელიც ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების ამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა, ილონ მასკს უჩივის
მყვინთავი, რომელიც ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების ამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა, ილონ მასკს უჩივის

ბრიტანელი მყვინთავი, რომელიც ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების ამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა, ილონ მასკს უჩივის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

სპელეოლოგი ვერნონ ანსვორტი ილონ მასკს ცილისწამებაში ადანაშაულებს, რადგან ამერიკელმა მილიარდერმა მას ბავშვებზე მოძალადე უწოდა. ილონ მასკის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში დარეგისტრირდა.

ბრიტანელი მყვინთავი მასკისგან კომპენსაციის სახით 75 000 დოლარს ითხოვს. სარჩელის ავტორის თქმით, ილონ მასკმა არაერთხელ გამოიყენა სოციალური ქსელი „ტვიტერი“ მისი შეურაცხყოფისთვის. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ილონ მასკმა ბრიტანელ დაივერს პედოფილი უწოდა.

„მასკის გავლენა და სიმდიდრე ვერ გადააქცევს მის სიცრუეს სიმართლედ და ვერ დაიცავს მას პასუხისმგებლობისგან სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ანსვორტის ადვოკატმა.