ტაილანდის პრემიერი - პანიკის თავიდან ასარიდებლად, ბავშვებს მღვიმიდან გამოყვანისას დამამშვიდებლები დაალევინეს
პანიკის თავიდან ასარიდებლად, ბავშვებს მღვიმიდან გამოყვანისას დამამშვიდებლები დაალევინეს, – ამის შესახებ ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პრაიუთ ჩან-ოჩამ განაცხადა.
ტაილანდის მღვიმეში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბავშვები მღვიმიდან გამოყვანის პროცესში მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
„ვინ მისცემდა ამას ბავშვებს?“ – აღნიშნა პრემიერმა.
ამ დროისთვის, ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი 11 ბავშვია გამოყვანილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.