ტაილანდის პრემიერი – პანიკის თავიდან ასარიდებლად, ბავშვებს მღვიმიდან გამოყვანისას დამამშვიდებლები დაალევინეს

15:24, 10.07.2018

პანიკის თავიდან ასარიდებლად, ბავშვებს მღვიმიდან გამოყვანისას დამამშვიდებლები დაალევინეს, – ამის შესახებ ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ​პრაიუთ ჩან-ოჩამ განაცხადა.

​ტაილანდის მღვიმეში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ბავშვები მღვიმიდან გამოყვანის პროცესში მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

„ვინ მისცემდა ამას ბავშვებს?“ – აღნიშნა პრემიერმა.

ამ დროისთვის, ტაილანდში, მღვიმეში ჩარჩენილი 11 ბავშვია გამოყვანილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მსგავსი