სვეტლანა ციხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს
სვეტლანა ციხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია ჯო ბაიდენთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ამის შესახებ ციხანოვსკაიამ ტელეარხ „ბელსატთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ჯო ბაიდენთან შეხვედრას ვგეგმავთ. ამ შეხვედრის მოწვევა უკვე გვაქვს“,- განაცხადა ციხანოვსკაიამ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, თეთრ სახლში დაგეგმილი შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

სვეტლანა ციხანოვსკაია უკვე შეხვდა მსოფლიოს რადენიმე ლიდერს, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს.