სვეტლანა ციხანოვსკაია – ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას
ბელარუსი ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვსკაია საქართველოს ულოცავს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„ამ ისტორიულ დღეს, მინდა, მოვულოცო უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება. ასევე, ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ველოდებით დღეს, როცა ბელარუსელებიც შეძლებენ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას“, – წერს ციხანოვსკაია.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.
On this historic day, I want to congratulate Ukraine 🇺🇦 & Moldova 🇲🇩 on the EU’s decision to open accession negotiations. My congratulations also to Georgia 🇬🇪 on being granted candidate status. We look forward to the day when Belarusians, too, can return to the European family.
— Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) December 14, 2023