სვეტლანა ციხანოვსკაია – ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს
ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს, – ამის შესახებ ბელარუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ განაცხადა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელარუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.
United Transitional Cabinet of Belarus expresses full support for the territorial integrity of Georgia. Lukashenka’s visit to Abkhazia is outrageous & unacceptable. He represents Putin, not the Belarusian people. We stand by 🇬🇪 & seek deeper collaboration between our countries.
— Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) September 28, 2022