სვეტლანა ციხანოვსკაიამ აშშ-ის ხელისუფლებას ბელარუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა
სვეტლანა ციხანოვსკაიამ აშშ-ის ხელისუფლებას ბელარუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა

ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ მხოლოდ ბელარუსებს შეუძლიათ, ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები განახორციელონ. ამასთან, ციხანოვსკაია იმედს გამოთქვამს, რომ აშშ გამოავლენს „არა მხოლოდ სიმბოლურ ქმედებებს“. ამის შესახებ განცხადება სვეტლანა ციხანოვსკაიამ აშშ-ში ვიზიტისას გააკეთა.

ციხანოვსკაიამ აშშ-ის ხელისუფლებას ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრისას, რომელშიც ენტონი ბლინკენიც მონაწილეობდა, ბაიდენის ადმინისტრაციას სასანქციო სია გადასცა.

კერძოდ, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი აშშ-ს მოუწოდებს, დააწესოს სანქციები კომპანიებისთვის, რომლებიც ბელარუსის კალიუმის, ნავთობის, ხე-ტყისა და ფოლადის სფეროებში საქმიანობენ.

სვეტლანა ციხანოვსკაიას თქმით, ასეთი სანქციები იქნება რეალური დარტყმა ლუკაშენკოზე, რათა შეაცვლევინოს მას ქმედებები და გაათავისუფლებინოს პოლიტიკური პატიმრები.